23:09 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 18:33:32, 1484 ნახვა

საზოგადოება
უკრაინელი სამხედრო, რომელიც აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეს ეხმარებოდა, კრემლის დავალებით მოკლეს - NYT-ის გამოძიება

ამერიკულმა გამოცემა New York Time-მა ვრცელი მასალა მოამზადა, რომელიც რუსეთის დაკვეთით უკრაინელი სამხედროს მკვლელობას ეხება.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველ ჯარისკაცებს რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტების მოგერიებაში ეხმარებოდა. 

გამოცემა წერს, რომ ომამდე რამდენიმე წლით ადრე უკრაინამ საქართველოს ანტისარაკეტო სისტემა მიჰყიდა, რამაც საქართველოს, ომის დროს ეფექტური თავდაცვის საშუალება მისცა. ამასთან, სტატიის ავტორის თანახმად, რუს მაღალჩინოსნებს არ სჯეროდათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკმარისი უნარები ჰქონდა რთული სისტემის იარაღის გამოსაყენებლად და ეჭვობდნენ, რომ მათ უკრაინელი ჯარისკაცები ეხმარებოდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წელს, რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაში დაიქირავეს ადამიანი, რომელსაც 6 პირის ადგილმდებარეობის დადგენა, მოგვიანებით კი - ერთ-ერთი მათგანის მოკვლა დაავალეს; ექვსივე მათგანს ერთი რამ აერთიანებდა - ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, ქართულ არმიას ანტისარაკეტო სისტემის გამართვაში ეხმარებოდნენ.

სმოროდინო იყო სწორედ ის პირი, რომელსაც უკრაინელი სამხედროს ივან მამჩურის ლიკვიდაცია დაავალეს. მოგვიანებით ის დააკავეს. როგორც სმაროდინოვმა სტატიის ავტორს უთხრა, მას დავალება სავარაუდოდ ФСБ-ს წარმომადგენლებმა მისცეს. სანაცვლოდ მას 5 ათასი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ მერსედესის მარკის ავტომობილი აჩუქეს, რადგან მან "საქმე" სრულფასოვნად არ შეასრულა. როგორც გაირკვა, სმოროდინოვმა, რომელიც უკრაინელ სამხედროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უთვალთვალებდა იარაღი, მკვლელობის ადგილას დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა [2008 წელს ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა] აღნიშნა, რომ მოსკოვი აუცილებლად გაარკვევდა ვინ ეხმარებოდა საქართველოს და ისინი პასუხს აგებდნენ ამ საქციელზე. ეს განცხადება მან 2008 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ჟურნალისტური გამოძიების ავტორის თქმით, 6-კაციანი სიიდან მხოლოდ ივან მამჩურის ლიკვიდაცია მოხდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics