23:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 16:17:22, 1411 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, - ამის შესახებ ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში წერს.

„საბურთალოს ხაზზე გვირაბში 20-25 წუთით გავიჭედე, მატარებელი ცდილობდა დაძვრას, მაგრამ ჩერდებოდა. ხალხი ამბობდა გუშინაც მოხდა მსგავსი რამ“, -  წერს Facebook-ის მომხმარებელი. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურს ლელა სეთურიძეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, მატარებლები ხაზში გამოსვლამდე დეტალურ შემოწმებას გადიან, თუმცა ტექნიკური ხარვეზის ზუსტი მიზეზი მისტვის ამ დროისთვის უცნობია.

„მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, მემანქანემ გვირაბში შეამჩნია, მატარებელი მგზავრებისგან „ტექნიკური უნივერსიტეტის“ სადგურზე დაიცალა. ტექნიკური ჯგუფისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად შეფერხება მხოლოდ 6 წუთს გაგრძელდა. ბოლო დროს ცუდად დაემთხვა, რომ ტექნიკური შეფერხებები ხშირად ხდება, პირადად მე ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რითი არის გამოწვეული ეს შემთხვევები. ტექნიკური მოწყობილობაა მატარებელი და შეიძლება მოძრაობის დროს შეექმნას ხარვეზები. მთავარია მეტროში მოძრაობა ძალიან არ ფერხდება. მოძრავი შემადგენლობები გაზრდილია და თუ ერთი მატარებელი დაზიანდა და ინტერვალი შემცირებულია, მომდევნო მატარებელი დანიშნულების ადგილზე დროულად მიდის. მეტროს და მატარებლის შემოწმებას აქვს აპრობილებული და მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციები, რეგლამენტი და შიდა წესები, რომლითაც ხელმძღვანელობენ მემანქანეები. მატარებელი ყოველ 2 სააში ერთხელ გადის დეტალურ შემომებას,  მატარებელი ხაზზე მხოლოდ დათვალიერებების შემდეგ გამოდის“, - აცხადებს ლელა სეთურიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics