2019-04-09 16:09:08, 1892 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: 9 აპრილი ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა
„ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს facebook-ის საკუთარ გვერდზე.
პრეზიდენტი დღეს რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთანაც იმყოფებოდა, რომელიც მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.
„9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების დღეა! #მადლობათავისუფლებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან