23:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 15:54:31, 1223 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა, რითაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, 300-მდე სხვადასხვა თაობის მომღერალი შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფო კაპელა, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, თბილისის ქალთა გუნდი, აფხაზეთის კაპელა, 28-ე სკოლის ბიჭუნათა გუნდი, ანსაბლი „ლირა“ და ვილნიუსის სახელმწიფო გუნდი.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

 „9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა და ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებულები ვართ, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ეს თავისუფლება მოგვიტანა. განსაკუთრებით იმ პატარა გოგონებს, რომლებმაც თავი გაწირეს, რომ დღეს, ჩვენ შვილებს დამოუკიდებელ საქართველოში ეცხოვრათ, რასაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნა და 14 მაისამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა და ალტერნატიულ სივრცეში, ჯამში, 11 კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics