23:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 12:48:56, 1263 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის 6 უსახელო ქუჩას 9 აპრილის გმირთა სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიანიჭა.

განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს წევრები და 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას ასეთი ინიციატივისთვის  მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დღეს გვეძლევა საშუალება, რომ დაღუპულთა სახელებს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ. დავამატებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და 9 აპრილს ყველა დაღუპულის სახელობის ქუჩები თბილისში აუცილებლად იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო 9 აპრილის როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს იყო ერთის მხრივ დიდ ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიის ინიციატივა 9 აპრილს დაღუპულთა ღვაწლის უკვდავყოფას ემსახურება.

„ამ ადამიანების თავდადებამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და მოგვიტანა თავისუფლება. მათი თავგანწირვა დაედო საფუძვლად საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობის შექმნას. ვფიქრობ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ მათი სახელები,"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გმირების - მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილის და თამარ მამულაშვილის - სახელები დაერქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics