|
2019-04-09 10:24:13, 1762 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა
საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა. „2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია (2017-2020 წწ) შეიმუშავა და განხორციელება მიღებული გეგმის მიხედვით დაიწყო. დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც უფრო გრძელვადიანი იქნება და იმ გამოცდილებას ასახავს, რაც ამ წლებში დაგვიგროვდა. სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველასთვის თანაბრად, განვითარება იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს სოფლად მცხოვრები მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის, განსხვავების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტული მიმართულებები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი, მიწოდება, აგროტურიზმი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. კონფერენცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ გამართულ ღონისძიებას ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)