|
2019-04-08 16:59:16, 1467 ნახვა
პოლიტიკა
გამოკითხულთა 45% 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა - TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, მოსახლეობის 45% მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლა არ სურს, თუმცა ამისთვის სუსტ არგუმენტებს იყენებს. „ის აზრი, რომ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა კონსენსუსი გუნდის შიგნით, რათა 2020-ში გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე, არ არის დამაჯერებელი. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რომ თუ მმართველმა გუნდმა მოინდომა, როგორ ხდება პარტიის შიგნით კონსოლიდაცია, აზრისა და მხარდაჭერის მობილიზება. ეს არგუმენტი, რომ მაჟორიტარები არიან წინააღმდეგი, არის სუსტი, ვინაიდან ის გამოიყენება ძირითადად იმისთვის, რომ თავი გაიმართლონ", - განაცხადა ნატროშვილმა. ლევან ნატროშვილმა ასევე მაჟორიტარული სისტემის პროპორციული წესით ჩანაცვლების სიკეთეებზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება უფრო მრავალფეროვან პარლამენტს და, შესაბამისად, უკეთეს დემოკრატიულ გარემოს გულისხმობს. „მთავარი სიკეთე, რაც უნდა მოიტანოს სრულიად პროპორციულმა არჩევნებმა არის ის, რომ პარლამენტი უფრო მეტად წარმომადგენლობითი იქნება. უფრო ზუსტად ასახავს პოლიტიკური პარტიების მიმართ ამომრჩეველში ასახულ განცდებს, ანუ, დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანი მოხვდება იმ პარტიიდან , რა მხარდაჭერაც ამ პარტიას რეალურად აქვს საზოგადოებაში განხვავებით 2016 წლისა, როდესაც მმართველმა პარტიამ 49 % მიიღო და ამის სანაცვლოდ პარლამენტში 75%ზე მეტი მანდატი აიღო. ეს დისპროპორცია და დიდი სხვაობა მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის პროპორციული სისტემით თეორიულადაც შეუძლებელია. ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი პოლიტიკურ პარტიას მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტში შევიდეს და უფრო მრავალფეროვანი იქნება პარლამენტი, ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემა ძალიან რთულს ხდის ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობას, და პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტია იძულებული იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც ითანამშრომლოს. სხვა პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება პოლიტიკური პროცესის ნაწილები იყვნენ, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები, იქ ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრებები დაფიქსირებული და არა ქუჩაში გარკვეული დემონსტრაციების გზით, რაც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა. შეგახსენებთ, რომ კვლევა „საჯარო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში მთელი საქართველოს ფარგლებში 2087 ადამიანი გამოიკითხა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)