14:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 15:56:49, 2024 ნახვა

რეგიონი
აჭარაში შშ შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება ხორციელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშთა ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარაში მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება, რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა.

აღნიშნული პილოტირების სამოქმედო გეგმის დაწყებისა და განხორციელების საორგანიზაციო/მეთოდური საკითხების გაცნობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით არაერთხელ გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომელთა მიერ გამოთქმული იყო მზაობა თანამშრომლობის თაობაზე.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორ ორგანიზაციასთან აჭარაში - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის გაფორმებული იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზე თანამშრომლობა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრული პირების ფუნქციური უნარებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების პილოტირებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მოცემულ ეტაპზე უკვე დასრულებულია ფუნქციური შეფასების სპეცილისტებისა შემთხვევის მენეჯერების ტრენინგები და შერჩევის პროცესები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებებსა და ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილ დღევანდელ გაფართოებულ რეგიონალურ შეხვედრაზე დაგეგმილია შემდეგი ეტაპების განხორციელებისათვის მხარეთა ერთობლივი გეგმებისა და თანამშრომლობის ფორმების გაცნობა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics