|
2019-04-08 15:46:34, 1240 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ აუდიტის სამსახურისგან საპატრიარქოს შემოწმებას ითხოვს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს და საპატრიარქოს შემოწმებას ითხოვს. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ბ-ნ ირაკლი მექვაბიშვილს, ამა წლის 25 მარტს ოფიციალური წერილით მოგვმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბ-ნმა ზურაბ აზნაურაშვილმა, და საქმის კურსში ჩაგვაყენა რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გირჩი ექვემდებარება შემდეგ რეგულაციებს: ა) საარჩევნოდ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი ამასთან დაკავშირებით გვსურს შეგატყობინოთ შემდეგი: ჩვენი აზრით ე.წ. "პოლიტიკური ფინანსების” ეფექტური მონიტორინგი ზოგადად არის შეუძლებელი. საქართველოში ეს სისტემა შემუშავებულია სპეციალურად ერთი კონკრეტული მიზნისთვის - რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები (მათ შორის დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალაც). გარდა ამისა, როდესაც ყველასთვის ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია ქართული პოლიტიკით, ცნობილია რომ ამ სფეროში ტრიალებს უამრავი შავი ფული, გასაგებია რომ ყოველი არჩევნების წინ მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ 1 დღეში მილიონების შეგროვება არ არის ბუნებრივი ამბავი, პრაქტიკულად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ დადასტურებულია რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ 600,000-მდე ადამიანისთვის სესხების ჩამოწერის დაპირება, წარმოადგენდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს, და ეს ყველაფერი თქვენი უწყების მხრიდან რჩება რეაგირების გარეშე, გირჩისთვის, რომელიც ერთადერთი პარტიაა ამ ქვეყნაში რომელიც სრულად შემოწირულობებით არსებობს და პრინიციპულად უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსების ოდესმე მიღებაზე, რაღაც ფორმების შევსების და სამ კვირაში ერთხელ წარდგენის დავალდებულება, არის თავხედობასთან მოსაზღვრე ცინიზმი. ვაფასებთ ამ ცინიზმს, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას. თუმცა გთავაზობთ გამოსავალს: მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მხოლოდ ფინანსური რესურსის სახით სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მისცა დაახლოებით მეოთხედი მილიარდი ლარი. აქ არ შედის ათასგვარი უძრავი თუ მოძრავი ქონება რომელიც ასევე გადაეცა ამ ინსტიტუტს სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც აურაცხელი სარგებელი რომელსაც საპატრიარქო ნახულობს სახელმწიფოსთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. მიუხედავად იმისა რომ სახელმწოფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი (ძირითადი!) მიზანია: ,,ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას”, აქამდე ვერც ერთმა გენერალურმა აუდიტორმა ვერ გაბედა კანონის ამ მოთხოვნის აღსრულება საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებაში. შესაბამისად არავინ იცის რაში, რამდენად კანონიერად, რა მიზნით და რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ღატაკი მოსახლეობისთვის პოლიციის ძალით წართმეული, ზემოთხსენებული მეოთხედი მილიარდი ლარი. ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს - თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს და გადმოგიგზავნით "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)