01:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 14:46:29, 1591 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი „ოცნებას“: როცა მოგიწევთ საბანკო რეგულაციების გადახედვა, მზად ხართ გვენეტაძის პასუხისმგებლობა დააყენოთ?!

როცა მოგიწევთ საბანკო რეგულაციების გადახედვა, მზად ხართ თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ? - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის რიგგარეშე სესეიაზე განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს გადაფარებულები არიან.

„პირველ რიგში, დეპუტატებს მივმართავ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ქართველ ხალხთან. როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაიწყებთ სხვადასხვა რაიონში სიარულს იმისდა მიუხედავად, შეგეშლებათ თუ არა ქალაქების სახელები და იმისდა მიუხედავად, აგერევათ თუ არა კენჭისყრის დროს პულტები, ერთი რამე ნამდვილად არ აგერევათ, თქვენ დაინახავთ უზარმაზარ უკმაყოფილებას ზოგადად, „ქართული ოცნების“ მმართველობით, მაგრამ განსაკუთრებით, იმ საბანკო რეგულაციების გამო, რომლის ავტორიც ახლა ამ დარბაზში ზის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით. პასუხისმგებლები თქვენ ხართ. როცა გაუფასურებული ლარის გამო იყო პრეტენზიები, თქვენ უტევდით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მათ შორის, აქ მსხდომი დეპუტატებიც. ოღონდ, მაშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხვა იყო, ბატონი ქადაგიძე. დღეს იმის გამო, რომ სხვა გვარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გადაფარებული ხართ და მზად ხართ, თქვენს თავზე მიიღოთ ის დარტყმა, რომლის ავტორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. ჩემი პირველი კითხვა თქვენდამი არის, როცა აუცილებლად მოგიწევთ ამ საბანკო რეგულაციების გადახედვა, იმ უზარმაზარი ზიანის გათვალისწინებით, რასაც ჩვენი მოქალაქეობა იღებს, მზად ხართ თუ არა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ და მოითხოვოთ მისი გადაყენება, იმ უზარმაზარი ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ეკონომიკას კი არა, ათიასობით ჩვენს მოქალაქეს ადგება ამ საბანკო რეგულაციების გამო“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics