|
2019-04-08 14:02:50, 1867 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ვოლსკის - კობახიძე წავიდა მივლინებაში და შეგატოვათ პასუხისმგებლობა არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ
სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძე მალულად წავიდა მივლინებაში და თქვენ შეგატოვათ პასუხისმგებლობა, რომ არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ“, - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ერთ-ერთ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიმართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა იმ მიზეზით, რომ დეპუტატებს პულტის ღილაკები აერიათ, სირცხვილია. მოგმართავთ თქვენ (გიორგი ვოლსკი), როგორც სხდომის წამყვანს, რომ დღევანდელი სხდომა გაუქმდეს, მით უმეტეს თუ სხდომის დღეს ჩატარების მიზეზი ის არის, რომ ბატონი კობა გვენეტაძე მივლინებაში აპირებდა წასვლას. მემგონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა ავალია, რომ პარლამენტში მოვიდეს მაშინ, როდესაც სხდომა იქნება უფლებამოსილი. თავისთავად, ის, რომ რიგგარეშე სხდომა ინიშნება იმის გამო, რომ დეპუტატები პულტის ღილაკებს ვერ არჩევენ, ჩემი აზრით, სირცხვილია და ამ მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინოა პარლამენტარიზმის ისტორიაში“, - მიმართა თიკა ბოკუჩავამ გია ვოლსკის.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)