01:52 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 11:04:20, 1460 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლლიჩიძე წარადგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია იმ სტატუსით წარდგენა, რასაც ზესტაფონის მერობის კანდიდატი ჰქვია. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს და  ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა თავი წარმოვაჩინო ჩვენს მუნიციპალიტეტში. მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე,  ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ“ - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზეტაფონის მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში  არაერთი  პროექტი განხორციელდა,  მაგრამ 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცენდენტო პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე წყლის და გაზიფიცირების - ტაბაკინი, კლდეთი, სადგური სვირი. თუკი სადმე, რომელიმე ოჯახს დღეს გაზიფიცირების პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს გაშლილია ლოკაცია და ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას.

19 მაისს თქვენი შემოხაზული ნომერი 41 ეს იქნება სიმშვიდის, სიკეთის, მეგობრული გარემოსი, ჯანსაღი ურთიერთობების ციფრი, რომელიც განამტკიცებს იმ ურთიერთობებს, რაც ზესტაფონს ტრადიციულად ჰქონდა. ზესტაფონი იყო ურთიერთობების ქალაქი , მე ასეთ ქალაქში გავიზარდე და მე მინდა ისევ იმ ზესტაფონში ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადავუხადო. თქვენი მხარდაჭერით მივიღე ის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რასაც ზესტაფონის მერობა ჰქვია“ -  განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics