22:19 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 19:35:08, 1447 ნახვა

საზოგადოება
ზოიძე - გვაქვს კანონმდებლობა, რომლითაც დასაქმებულებს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ, თუმცა ამას არ აკეთებენ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე აკაკი ზოიძე, კერძო სექტორში დასაქმებულებს, რომლებიც შრომის პირობებით უკმაყოფილოები არიან, საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც ზოიძე "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, თუ დასაქმებულები საკუთარი უფლებების დაცვის პრეცედენტებს არ შექმნიან, პრობლემის გადაჭრას ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.

დეპუტატის თქმით, საკითხი 2004 წელს გამწვავდა, როდესაც შრომის კოდექსი "ნაგავში მოისროლეს".

„ეს  ყველაფერი 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი თაობები აღიზარდა უუფლებო შრომაში. ამ პერიოდში დამსაქმებელი მიეჩვია, რომ დასაქმებულებს უფლებები არ გააჩნია. 2013 წელს შრომის კოდექსი შევცვალეთ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამან ვერც დამსაქმებელსა და ვერც დასაქმებულში მენტალური ცვლილებები ვერ გამოიწვია. ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდი ის გვაქვს, რომ ვიღებთ რეგულაციებს, მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანებზე იყოს მორგებული, თუმცა აღმოჩნდება რომ არ არის მორგებული ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, ან აღსრულება არ ხორციელდება და მერე ხდება ამის დისკრედიტაცია. კანონმდებლობა არსებობს და ფრთხილად ვმსჯელობთ, კიდევ რისი დამატება შეიძლება მონიტორიგის კუთხითაც“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი განმარტებით, სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა და მექანიზმი, რომლითაც მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ, თუმცა უმრავლესობა ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

„ის დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო ჩვენი მამა-მარჩენალია არის ძალიან ცუდი. აუცილებელია ადამიანის გონება და მზაობა, რომ თავისი უფლებები დაიცვას. არ არის სწორი იმაზე საუბარი, რომ აღსრულებაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს. უხეში დარღვევების კლასიფიცირება სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომელიც ყოველთვის ქმედითია. ამის გადაწყვეტის სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამასთან, არსებობს იურიდიული დახმარების სამსახური, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და შრომის უფლების დარღვევის დროს დასაქმებულებმა მას უნდა მიმართონ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

აკაკი ზოიძემ შრომის ინსპექციაში არსებულ პრობლემებსა და კადრების სიმცირეზეც გაამახვილა ყურადღება.

„არსებობს შრომის ინსპექცია, თუმცა თუ ითხოვენ, რომ ყველანაირი შრომის უფლების დარღვევაზე შრომის ინსპექცია უნდა რეაგირებდეს 90 000 იურიდიულ პირში, ეს არის ზღაპარი და თავიდან ბოლომდე არაეფექტურ დისკრედიტაციას გაუწევს შრომის უსაფრთხოების კანონსაც. ინსპექციის ინსტიტუციონალური გაძლიერება ჯერ ბოლომდე არ მომხდარა. ადრე 25 ადამიანი ჰყავდა, ახლა 40 ჰყავს. როცა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზეა საუბარი, მათ შესაბამისი პროფესიონალური უნარჩვევები და ცოდნა სჭირდებათ. რეკომენდირებულია მინიმუმ 90, რომ ოდნავ მაინც ჰქონდეს ისეთი ეფექტი, როგორიც საჭიროა“, - განაცხადა ზოიძემ.

მანვე განმარტა, რომ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ყველა კონტრაქტორის განკოტროლება შეუძლებელია.

ზოიძე პროფესიული კავშირების როლზეც საუბარობს და დასძენს, რომ ისინი ეფექტურად ვერ მუშაობენ.

„ამისთვის არსებობს პროფკავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად EMC ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის. ისიც პრობლემაა, რომ პროფკავშირი ძალიან ცუდად მუშაობს და ამ დროს მოდიან და ჩვენ გვლანძღავენ, თითქოს არ ვიღებთ შესაბამის ზომებს. სასურველია ისეთი პროფკავშირის არსებობა, რომელიც ასეთი დიდი მარკეტების თანამშრომლებს ორგანიზებას გაუკეთებს. მაგალითისთვის  სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს, ძალიან ეფექტურად მუშაობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ოღონდ რამე ინიციატივა გამოიჩინონ და სახელმწიფო მზადაა დახმარებისთვის. პრობლემას უნდა წამოჭრა, ჯანდაცვაში განაცხადონ, რომ გაფიცვას აპირებენ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ საკუთარი უფლებების დაცვისთვის. მათ თვითონ უნდა შექმნან პრეცედენტი. მაგალითად 10-კაციანი ქეისი რომ შეიქმნას, ერთად უჩივლონ სასამართლოში და კომპანიას დიდი კომპენსაცია დაეკისრება. საზღვარგარეთ პრევენცია ამაზეა დამოკიდებული. სამაგალითო უნდა იყოს დასაქმებულების მოქმედება თავისი უფლებების დაცვის კუთხით და თუ შეძლეს, ამის შემდეგ ეს ყველა დამსაქმებლისთვის მაგალითი იქნება. აღსანიშნავია პირველი პრეცედენტები, რომლებიც, „სპართან“ და „ფრესკოსთან“ დაკავშირებით სოციალური ქსელში გავრცელდა.  „ფრესკოს“ შემთხვევაში გვახსოვს,  გასახდელებში კამერები იყო დამონტაჟებული. სამწუხაროა, რომ დასაქმებულებმა ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს და კომპანიის წარმომადგენელს სასამართლოში არ უჩივლეს ასეთი დარღვევის გამო", - აღნიშნა აკაკი ზოიძე.

ცნობისთვის, "ექსპრესნიუსმა" შრომის უფლებების დარღვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცელი მასალა მოამზადა. სტატია მაღაზიათა ქსელ "სპარში" არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს. რესპოდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას რომ აღნიშნული კომპანია დასაქმებულებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებს და მათ უფლებებს სისტემატიურად არღვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics