14:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 15:13:17, 1892 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: როცა შემოხაზავთ 41-ს, თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას

"ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად და ჩვენი კონკრეტული გეგმის მიხედვით უკეთეს რეალობაში იცხოვრებს", - ასე მიმართა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას. 

შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას მოსახლეობა მას აირჩევს ქალაქი ყველა მიმართულებით განვითარდება. 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ჩემ მიმართ გამოაცხადა ნდობა და მომცა შესაძლებლობა თქვენთან ერთად შემექმნა უკეთესი მუნიციპალიტეტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რამეს შევცვლით ამ ქალაქში და გავაკეთებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს. ზუგდიდის მერობა არის ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმ ხედვებით, იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ - მე დარწმუნებული ვარ თქვენი დიდი მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს. თქვენ იცით, მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. მე მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს. ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად და ჩვენი კონკრეტული გეგმის მიხედვით უკეთეს რეალობაში იცხოვრებს. თქვენ კარგად იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და ზოგადად ზუგდიდელზე ზრუნვა. რასაც თქვენთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გავართმევ თავს.  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდში დაყენება და ახალგაზრდული იდეებით, ახალგაზრდული შემართებით უკეთესი მუნიციპალიტეტის შენება. ჩვენ ახალგაზრდებისათვის ავაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც მათ საშუალება ექნებათ იდეები შემოგვთავაზონ და ეს იდეები უკეთესი მომავლისათვის განვახორციელოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გვესმის რომ ზუგდიდში არის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. მე გპირდებით, რომ ჩემი მერობის პერიოდში სრულად მოვაგვარებ აღნიშნულ პრობლემას და ზუგდიდში იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია 10 ახალი გზის მშენებლობა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.  ასევე კარგად იცით, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგაპროექტი გახდება ძალიან ბევრი ზუგდიდელის დასაქმების ადგილი და ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას. ჩემი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევაა თხილის მოსავლის გადარჩენა. აღნიშნული მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც - ჩვენი მხარდაჭერით და შესამაბამისი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები შეძლებენ თავიანთი თხილის ბაღების გადარჩენას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მეგობრებო 38 წელი ვიცხოვრე ზუგდიდში და მომავალშიც აქ ვაპირებ ცხოვრებას. მე დავიბადე და გავიზარდე ჩემს მშობლიურ ქალაქში, ვსწავლობდი მე-2 საჯარო სკოლაში და მთელი ბავშვობა აქ გავატარე. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი საჭიროებები, მე ძალიან კარგად მესმის ჩემი ზუგდიდელების სატკივარი და დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, მაქსიმალურად გავართმევთ თავს ამ საკითხების გადაწყვეტას. და ბოლოს, როცა თქვენ მიხვალთ საარჩევნო უბნებთან და შემოხაზავთ 41-ს, თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას, აღმშენებლობას, კეთილდღეობას და კარგ მომავალს. ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩვენ ერთად ავაშენებთ უფრო კეთილმოწყობილ, უფრო წელში გამართულ  და ტურისტებისთვის მიმზიდველ ზუგდიდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა ზუგიდიდს მერობის კანდიდატმა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics