21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 14:54:01, 1848 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: თუ აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვვითარდებით, ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ გაერთიანების დრო დადგა

სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე - აფხაზეთია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მრჩეველმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, რათა სამომავლოდ აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელი იყოს. 

"მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ ამდენ ადამიანს, ყველა თაობის წარმომადგენელს. განსაკუთრებით მიხარია ის, რომ ამდენ გულანთებულ ახალგაზრდას ვხედავ დღეს, ამ მოედანზე. დღეს, ჩემო ძვირფასებო არის გაერთიანების დრო. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა , მაგრამ ჩვენ არცერთი დრე აღარ გვაქვს დასაკარგი. ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ასევე პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტების შესაცებ რომელსაც ჩვენი მთავრობა განახორციელებს თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით. ჩვენ ვიცით რომ პრობლემები ძალიან ბევრია ქვეყანაში. მე ასევე ვიტყოდი რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ძვირფას მოსახლეონას აწუხებს. შემდეგი, მე ვიტყოდი ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. თუ ჩვენ არ ვანახეთ ხალხს და მითუმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, თუ არ ვანახეთ რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მტავარი რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. რა არის ჩვენი მიზანი? რა არის ჩვენი ქართული ოცნება? რა არის თითოეული ქართველის ოცნება? ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. მე ასევე მინდა ვისაუბრო ჩვენს შემდეგ გამოწვევაზე, რომელზეც პრემიერს არა ერთხელ უსაუბრია, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე აფხაზეთია. აქაც მინდა იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, რომ ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა დრო გაერთიანების. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო,ამის შემდე ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი", - განაცხადა ღარიბაშვილმა, 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics