|
2019-04-06 10:16:17, 1179 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში სკოლის მოსწავლეებს თბილისის ტრანსპორტის პრიორიტეტები გააცნეს
თბილისის მერიაში ქუთაისელი უფროსკლასელებისთვის 2019-2021 წლებში თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებთან შეხვედრა დედაქალაქის მერიისა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობის საფუძველზე შედგა, რომლის მიზანია მოზარდებისთვის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება და მგზავრის ინტერესებზე მორგება. უახლოეს მომავალში მერია უკვე შეძენილ 90 ერთეულ „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსს მიიღებს და ამავდროულად გამოცხადებულია ტენდერი 220 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე. გარდა იმისა, რომ ყველა ყვითელი ავტობუსი ახლებით ჩანაცვლდება, გათვალისწინებულია ავტობუსების პარკის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამავდროულად, თბილისის მეტროპოლიტენს კიდევ დაემატება ახალი შემადგენლობები. რამდენიმე თვეში, მერია ფრანგული კომპანია „სისტრასგან“ თბილისის ახალ სამარშრუტო სქემასაც მიიღებს, რომლის საფუძველზე მოხდება ავტობუსების, მეტროპოლიტენისა და მიკროავტობუსების ერთმანეთთან სინქრონიზაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)