|
2019-04-05 19:35:24, 1719 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: „ოცნების“ უმრავლესობას სკოლაში გამოცდების გაუქმება არ უნდოდა, ხვალ კი, თითის ქნევით გადაწყვეტილებას შეაცვლევინებენ
„ქართული ოცნების“ უმრავლესობას უნდოდა, რომ სკოლაში გამოცდები არ გაუქმებულიყო“, - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნას. მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა ღილაკების არევა უბრალოდ მოიმიზეზეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობას უნდოდა, რომ სკოლაში არ გაუქმებულიყო გამოცდები, მაგრამ ხვალ თითს დაუქნევენ და იძულებით განსხვავებულად უყრიან კენჭს. ასეთ შემთხვევაში იგონებენ თავის მართლების მეთოდს, ორიოდე კვირის წინ ეს იყო ღილაკები, ვერ განასხვავეს მწვანე და წითელი, დღეს აკუსტიკას დააბრალეს. მათ ავიწყდებათ, რომ წინ გვაქვს უზარმაზარი ეკრანი, დისპლეი, სადაც ყველაფერი იწერება, კანონის დასახელება, ვინ არის ავტორი, რამდენი ხმა უნდა ამ კანონის გატანას. ასე, რომ ყველა ინფორმაცია, ხმის გარეშეც კარგად ჩანს ეკრანზე. მომავალში იტყვიან, რომ ეკრანი ანათებს ცუდად, ვიდრე რამე არ უეშმაკიათ და გაუფუჭებიათ შედით შეამოწმეთ“, - განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)