22:24 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:45:31, 1157 ნახვა

საზოგადოება
კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ და მისი პარტნიორის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებული აუფეთქებელი სამხედრო მასალების პრობლემას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში განაღმვის კუთხით ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა ისაუბრა კამპანიის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე ნაჩვენები იყო კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლიპი.

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარმოუდგინეს ნაღმები და სხვადასხვა ფეთქებადი მოწყობილობები, გააცნეს მათგან მომავალი საშიშროებები და უსაფრთხოების წესები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დენის სამუტმა ისაუბრეს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ჯერ კიდევ არსებულ დანაღმულ ტერიტორიებზე რომლებიც მუდმივად საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს.

ღონისძიებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ ერთ-ერთი დირექტორი გიორგი სვიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, №2 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

4 აპრილს ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში 4-დან 10 აპრილის კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში დაგეგმილია ღონისძიებები.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics