13:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:32:33, 1897 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის ხეობაში მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის ხეობაში იმყოფებოდა. შეხვდა ინწკირვეთისა და ხაბელაშვილების მოსახლეობას, გაეცნო საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასა და მოახლოებულ საზაფხულო იალაღებზე გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მერთან ერთად სოფლებში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრები გურამ ზოიძე, მირიან აბაშიძე და სულიკო ბოლქვაძე.

 დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა ინწკირვეთის სოფლის სახლი და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ინწკირვეთ ის სოფლის სახლი გასული წლის ბოლოს შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც რწმუნებულის სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი და ამბულატორია განთავსდა. სოფლის სახლში მოეწყობა მოსახლეობასთან შეხვედრები და გაიმართება კულტურული ღონისძიებები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა, რომელზეც 73 000 ლაარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ი/მ ,,შორენა ქათამაძე“ აწარმოებდა.

დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სოფელ ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები,სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.ხაბელაშვილების ბაგა-ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც ორი შერეული ასაკის ჯგუფი იფუნქციონირებს.

ფრიდონ ფუტკარაძემ მშენებელ კომპანიას ხარისხიანი სამუშაოების შესრულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვისკენ მოუწოდა.

მერის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიმართ მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics