|
2019-04-05 15:49:54, 1530 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე - TI-ს კვლევის შედეგები პოლიტიკური შეფასებებს უფრო ჰგავს, ვიდრე ობიექტურს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბოლოდროინდელი განცხადებები და კვლევის შედეგები სულ უფრო და უფრო ემსგავსება პოლიტიკური პარტიის ფორმატს, ვიდრე ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას" - აცხადებს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე. დეპუტატის თქმით, კვლევის შეფასებითი ნაწილი, კითხვის დასმის ფორმა და მისი შედეგების ინტერპრეტაცია ვერ იქნება ობიექტური გამომდინარე იქიდან, რომ სასურველი პასუხი კითხვაშივე დევს. „თუ კითხვა დაისვა ისე, რომ კლანი არსებობს და კლანი ცუდია, რა თქმა უნდა ადამიანები გეტყვიან, რომ კლანი ზოგადად ცუდია იმიტომ, რომ ასოცირებულია მაფიასთან, მაფია ასოცირებულია ადამიანების უფლებების დარღვევასთან. არ მგონია, ასეთი ფორმით კითხვის ფორმულირება და მერე შედეგების ინტერპრეტაცია სწორი იყოს" – აცხადებს აკაკი ზოიძე. რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესს აკაკი ზოიძის თქმით, საზოგადოებისთვის პროცესი გამჭვირვალე იქნება. „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმართ იმას, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა გამწესებასთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალე იყოს საზოგადოებისთვის. ამერიკული მოდელის მიხედვით მოხდეს თითოეული კანდიდატის საჯარო განხილვა და კანონი, რომელიც ამ პროცესებს განსაზღვრავს, იყოს მაქსიმალური გარანტი იმისა, რომ არსებული საკონსტიტუციო მოწყობის ფარგლებში შეირჩეს ყველაზე კეთილსინდისიერი და პროფესიული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ეს ჩვენი მოვალეობაა. ამ ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებები, რომ აქ ყველაფერი კლანია და ამას მტკიცებულებებით არ ამყარებ, არასწორია და პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ჰგავს, ვიდრე ობიექტურს" - აცხადებს აკაკი ზოიძე.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)