01:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 15:21:17, 1486 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია გვენეტაძეს - სახელმწიფო მანქანა, თქვენი ჩაყოლებით ივანიშვილის მიერ ამოჩემებულ ადამიანებს ანადგურებს

სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით დაკავებულია ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ხოშტარიამ სებ-ის ბანკის პრეზიდენტს „თიბისი ბანკის“ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვები.

„ნამდვილად გასაგებია, აქამდეც გასაგები იყო, რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რატომ არ გინდოდათ „თიბისის“ წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბარი და ისიც გასაგებია, მთელი „ქართული ოცნება“ შავზე თეთრით მტკიცებით როგორ ამტკიცებს, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს შორის განსხვავება არ არის. სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით ამ პროცესში არის დაკავებული კანონის დარღვევით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით. ამაში იყენებს ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც სჭირდება. მაგრამ ბატონო კობა კითხვას მაინც ვერ გაექცევით. ფულის გათეთრებაზე პოზიცია საერთოდ არ მაქვს ახლა იძახით,  ატონი მამუკა ხაზარაძე, როცა იყო კომიტეტზე, კონკრეტულ გარემოებებზე საუბრობდა, პირად საუბარზე, სადაც თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც იქნებოდა ახსნილი, რომ ფულის გათეთრების პრობლემა არ არის. იყო საუბარი, რომ ამ წერილის სანაცვლოდ მას ეუბნებოდით, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო. ადასტრებთ თუ არა ამას“, - მიმართა ხოშტარიამ სებ-ის პრეზიდენტს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics