21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 15:13:32, 1803 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე - ნამდვილად ვუთხარი მამუკა ხაზარაძეს, რომ თვალს ვერ დავხუჭავდით და შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა

ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავდით, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „თიბისის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული იყო.

„ჩვენი საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება, რაც ხშირად ხდება ხოლმე. არავის მოსწონს, როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა.  ვიმეორებ, გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა აღნიშნული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბადრიმ, საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად, მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, 4 მარტს, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ერთ-ერთ ჩემს საუბარში, როცა 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მე მივედი და ვუთხარი - „რა გინდათ? იქნება პირდაპირ მითხრათ“. მაშინ არ მეგონა, რომ ამდენი რაღაც ხდება კულისებში. მან ხელი აწია და თქვა, რომ პოლიტიკოსები და ასე შემდეგ... მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი. მან მითხრა, რომ იქნება მიჩივლო სასამართლოშიო. ვიფიქრე, რომ ალბათ კაცი გამოუვალ მდგომარეობაშია და შევედით სასამართლოში. მერე ეს 10 ათასი ლარი არ მოეწონათ ვიღაცებს და დაგვაჯარიმეს მილიონით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics