21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 14:55:49, 1611 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე „თიბისის“ საქმეზე - პროცესი, რომელმაც მიღებულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა, 2014 წელს დაიწყო

„ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა, როგორც ამის წარმოჩენა ბევრს სურს. პროცესი, რომელმაც 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა, გაცილებით ადრე დაიწყო“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „თიბისის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ განმარტა, პროცესი 2014 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ სებ-მა კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესება „თიბისი ბანკისგან“ არაერთხელ მოითხოვა.

„ზედამხედველის მთავარი ფუნქცია დეპოზიტარების ინტერესების დაცვაა. ამ კუთხით საბანკო ზედამხედველობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დაკავშირებულ პირებთან ტრანზაქციებია. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, ყველაზე ხშირად, სწორედ დაკავიშრებულ პირებთან ტრანზაქციებია ბანკებში ფინანსური პრობლემების გამომწვევი მიზეზი. ხაზგასასმელია, რომ ეროვნულ ბანკში, ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, „თიბისი ბანკის“ ზედამხედველობის მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. მსურს აღვნიშნო, რომ ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესეთა კონფლიქტის შემთხვევების გამო, ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღებას, თუმცა, ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონის მიხედვით არის კონფიდენციალური. „თიბისი ბანკში“ ინტერესთან კონფლიქტთან დაკავშირებით საკითხის მოგვარებას ჩვენ პირველ რიგში სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა, ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერდებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა, როგორც ამის წარმოჩენა ბევრს სურს. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა.

დავბრუნდეთ უკან. 2014-2017 წლებში ინტერესთა კონფლიქტის რისკების მიტიგაციის მიზნით, რეგულატორი ბანკში კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას თანმიმდევრულად ცდილობდა. 2014 წლის მაისში ბანკის მენეჯმენტს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დამოუკიდებელი წევრების ჩანაცვლების შესახებ მითითება გაეგზავნა. ამავე წერილში, ბანკს მოეთხოვა ინტერესთა კონფლიქტის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება. 2015 წლის მარტში, ბანკს გაეგზავნა წერილი, სადაც მეორდებოდა იგივე მოთხოვნები. 2015 წლის აპრილში, ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ მისწერა ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნული იყო ფუნდამენტურად გამოუსწორებელი საკითხები კორპორაციული მართვის და ინტერესთა კონფლიქტის რისკენის კუთხით, რომლებიც დამფუძნებელი ადმინისტრატორების პირად ბიზნეს ინტერესებს უკავშრდებოდა. 2016 წელს, ეროვნულმა ბანკმა კვლავ წამოწია მართვის ჭერილში არსებული პრობლემები და „თიბისი ბანკს“ გაუზიარა მოსაზრებები საბჭოს რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას. 2017 წელს, ბანკის მენეჯმენტთან მიმდინარეობდა კორესპონდენცია და ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო დარღვევების კონკრეტული შემთხვევების განხილვა. ინტერესთა კონფლიქტის საკითხი ხაზგასმული იყო 2018 წლის თებერვლის რისკების შეფასების საერთო წერილში, რომელმაც ბანკს დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა დაუწესა. კაპიტალის ამ ბუფერის დაწესების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის საკუთარი ბიზნესინტერესებისათვის შესაძლო გამოყენების რისკების მიტიგაცია იყო. ეს მოთხოვნა ბანკისათვის თავისთავად საკმაოდ მძიმე ტვირთია, ვინაიდან ნიშნავს აქციონერების მიერ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი მობილიზების ვალდებულებას, რაც ზღუდვას ბანკის აქტივობის ზრდას და ამცირების მომგებიანობას“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

გვენეტაძის თქმით, მათ, ვინც თემაზე ხმამაღლა საუბრობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ განუხილავთ.

„საინტერესოა, რომ არავის, ვინც ამ თემაზე დღეს ხმამაღლა საუბრობს, არ უხსენებია ან არ განუხილავს ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 21 თებერვალს დაიდო. ეს არის რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში ბანკის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისადმი, 2018 წლის 22 თებერვალს გაგზავნილი წერილი. ყურაღება მიაქციეთ, რომ ეს წერილი, გაიგზავნა მანამ, სანამ ცნობილი გახდებოდა ეს უკვე ყბადაღებული 17 მილიონი დოლარის სესხის ამბავი.

წერილი პირდაპირ ამბობს: „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ, აღმსრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს საემთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით, მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას. ბანკისათვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან, ბანკის საკუთარი ბიზნესინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს ირღვეოდა ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად, ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან“. როგორც ხედავთ, ეროვნულ ბანკს მოცემული საკითხის რისკიანობა გაცილებით ადრე ჰქონდა იდენტიფიცირებული, ვიდრე უშუალოდ ფაქტს შეიტყობდა, რომელიც მოხდა. ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კომპანიებიდან „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ გამოყენებით, 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები აბსოლუტურად საფუძვლიანი იყო . ამ ტრანზაქციებით აქციონერმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იდგა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics