|
2019-04-05 14:22:50, 1848 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველოში უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ჩვენი ემიგრანტები სამშობლოს დაუბრუნდნენ
საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშრებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოდან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გადინების პროცესი, იაფფასიანი ტყუილია. „ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისი ინკლუზიურობა იყოს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ სამუშაო ადგილები. რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, მაგრამ მინდა პირდაპირ გიპასუხოთ - საქართველოში სრულფასოვანი აღწერა ჩატარდა 2014 წელს. მე მოვისმინე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომ საქართველოში მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი, ეს არის ძალიან იაფფასიანი ტყუილი. საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს. როდესაც მე ვსაუბრობ განათლებაში მასშტაბურ ინვესტიციაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ. ჩვენი ეკონომიკური გამოწვევები კომპლექსური ხასიათისაა და ერთი ცალკე აღებული რეფორმა ბუნებრივია, არ ეყოფა ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. საქართველო ევროკავშირის ბევრმა სახელწიფომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რომელ დევნაზე მესაუბრებით? ეს არის პოლიტიკური შეფასება. არის ორი ვარიანტი - ან ეს არის ტყუილი, ან მეორე - ეს არის სიმართლე და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო სუბიექტურად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები იქმნება, თუმცა, არა იმ ტემპებით, როგორიც საჭიროა, შესაბამისად, მთავრობის მთელი რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება. „საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას რაც შეეხება, შეგძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითოეული ჩვენგანი ამას კარგად ვაცნობიერებთ. ჩვენი მთელი ენერგია, რეფორმების მთელი შინაარსი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ჩვენ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით რეგიონებში. შეგიძლიათ აიღოთ სტატისტიკა, მათ შორის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და კარგად ჩახედოთ. ამის შემდეგ გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები. მე მესმის, რომ ეს გამოწვევები არის ძალიან მტკივნეული, თითოეულ ჩვენგანს ჰყავს გარშემო მეგობრები, ახლობლები, რომლებიც ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და დიდი ტკივილი რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მაგრამ ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თითოეული რეფორმა, ინიციატივა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, მასშტაბური ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება, მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, სამშობლოში მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია. ეს არის ამოსავალი წერტილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ დაიწყო მასობრივი დევნა და დაკავებები - პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება საფუძველს მოკლებულია.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)