21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 19:59:23, 1779 ნახვა

კომენტარი
იზორია - კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!

კითხვაზე - მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს.

იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია: „თქვენ მკითხეთ, ან კი მითხარით, ან არაო და ჩემი პასუხი ცხადია".

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვას, იგი დაინტერესდა რა კომენტარს გააკეთებდა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც დეპუტატის თქმით "ქვეყნისთვის  ნატო-ს  წვრთნებს საზიანოდ განიხილავს".

„თქვენ იცით ჩემი პოზიცია, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატო-სთვის ეს საფრთხე მწვავეა. შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics