21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 19:32:58, 1637 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე

„მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მფრინავის შესახებ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, რაზეც ლევან იზორია აცხადებს, რომ სამხედრო მფრინავი ქალის სამხედრო კარიერული განვითარებაზე, სწორედ, თავდაცვის სამინისტრომ იზრუნა.

„თავდაცვის უწყებამ ეკატერინე ქვლივიძე 2017 წელს აშშ-ში კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიავლინა, რაც აშშ-ს 51 000 დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, მან გაიარა დამატებითი კურსები, რომელიც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს ათეულობით ათასი დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, არსებობს ნორმა თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს სამხედროს მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, ის ვალდებულია გარკვეული პერიოდი იყოს თავდაცვის ძალებში. მას ჩამოსვლისთანავე შესთავაზეს იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო. 4 თვის შემდეგ პირადი სურვილით, მიუხედავად გაფრთხილებაზე ხელმოწერისა, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის ოდენობით, ეს ხდება. მას ერთი წლის განმავლობაში, არცერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის არ მოუმართავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახური გარკვეულ ვალდებულებებთან, წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციებთან და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან არის დაკავშირებული.

„შეიძლება, გარკვეული ინფორმაცია არსებობს, რომელსაც არ ვფლობ, მზად ვარ პირადადაც შევხვდე მას. ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც კანონი გვავალდებულებს და თუ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, მას შეეძლო ამ ერთი წლის განმავლობაში ეთქვა“, - აღნიშნა იზორიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics