|
2019-04-04 19:03:59, 1645 ნახვა
კომენტარი
იზორია: სამინისტროს პერსონალისა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ლევან იზორიას განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკითა და მთავრობის მეთაურის მხარდაჭერით, სამინისტროს პერსონალისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამები განხორციელდა. „შევძელით ის, რომ მოვამატეთ ხელფასები 100 დან 500 ლარის ფარგლებში, წოდებების შესაბამისად. ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. მარტო წელს, 8000 სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს. დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, როგორც ეს გვქონდა აღმოსავლეთ საქართველოში, გავხსენით სამხედრო ჰოსპიტალი. ასევე, 2017-18 წლებში, კომისიის ფარგლებში, რომელიც ძირითადად სოციალური, ფინანსური და სამედიცინო დახმარებებისთვის არის შექმნილი, გავეცით 1378 დახმარება, როგორც სამხედრო მოსამსახურეებისთვის და ასევე მათი ოჯახის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა იზორიამ. მან სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას 2020 წელს. ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტით გათვალისწინებული ბინებით უზრუნველყოფას უკავშირდება. როგორც გითხარით, წელს ბინას 260 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ხოლო, 2020 წელს- დარჩენილი 500 სამხედრო მოსამსახურე და ამით, 2013 წელს დაწყებულ პროცესს 2020 წელს დავასრულებთ“. ლევან იზორიამ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის ბოლოს, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განახლებული სახით მოესახურება.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)