14:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:51:44, 2957 ნახვა

სამხედრო
პარლამენტში ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითად საბრძოლო კომპონენტს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა წარმოადგენს და სხვა მიმართულებებთან ერთად რეფორმების ფოკუსირება ამ კუთხითაც ხდება.

„როდესაც ვსაუბრობ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებზე, მხედველობაში მაქვს ქვეითი ბრიგადები. 2019 წლის 10 იანვარს ჩვენ შევქმენით ახალი სტრუქტურა და უზრუნველვყავით მათი ერთიანი სტანდარტით საქმიანობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეით ბრიგადებს განესაზღვრათ სამი ძირითადი მიმართულება - სამანევრო მიმართულება, მხარდამჭერი ელემენტები და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მისივე თქმით, სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაციის თვალსაზრისით ოთხივე ბრიგადის ქვეით ბატალიონებში ერთიანი სტრუქტურა შეიქმნა და ყველა ბრიგადაში თანაბრადაა წარმოდგენილი ჯავშანსატანკო ბატალიონები.

„ეს ადრე ასე არ იყო. თანაბრად წარმოდგენა ნიშნავს ჯავშანსატანკო ბატალიონებში სატანკო და მექანიზირებული ასეულების თანაბრად ყოლას. ასევე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ასეულის დონის ტაქტიკურ ჯგუფებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არამხოლოდ სტანდარტიზაცია, არამედ სამხედრო მოქმედებების პრინციპიც უნდა იყოს სტანდარტიზებული და ძირითადად ასეულებზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღნიშნულ რეფორმას სიმბოლურად მცირე ქვედანაყოფებზე ორიენტირებული ტაქტიკა დავარქვით“, - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ ასეულების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული აშშ-სთან ერთად დაწყებული ყველაზე ამბიციური „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP): „სწორედ GDRP-ის ფარგლებში გადავეცით აღნიშნულ დანაყოფებს მსუბუქი შეიარაღება და მათი სწავლებებიც მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გამორჩეულნი იყვნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით“.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics