|
2019-04-04 17:24:44, 1081 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია თბილისში სამი სკულპტურის ესკიზის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს
დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთან ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. გარდა ამისა, სამივე კონკურსი ითვალისწინებს აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენას. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურის პროექტის განხორციელებისთვის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 50 000 ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი. რაც შეეხება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა არაუმეტეს 120 000 ლარით, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - არაუმეტეს 90 000 ლარით. კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)