|
2019-04-04 16:13:23, 1328 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: ნატოში ინტეგრაციის გზაზე შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირეა
საქართველოს პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინა. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია. თავდაცვის მინისტრმა იმ უპრეცედენტო დინამიკაზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სფეროში აშშ-თან არსებობს. „2016 წლის 6 დეკემბერს ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას და საქართველოს ისტორიაში პირველად განისაზღვრა გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმა 3 წლის ფარგლებში. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ 2019 წელს გეგმით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტები წარჩინებით შევასრულეთ და ვემზადებით გრძელვადიანი მეორე ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც წელს აუცილებლად შედგება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. ლევან იზორიას განცხადებით, შეერთებული შტატებისგან საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ არის გაზრდილი სამხედრო საგარეო დაფინანსება. „თუ 5 წლის წინ აშშ-ის ფინანსური დახმარება 12 მილიონი ლარი იყო, ის დღეს 41 მილიონ ლარს შეადგენს და ეს იქნება მზარდი დინამიკა. ჩვენ, სწორედ, ამ ერთობლივი პოლიტიკით დავიწყეთ ყველაზე ამბიციური საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც 2 მნიშვნელოვან - წვრთნების კომპონენტსა და შემდეგ მიღწეულის ინსტიტუციური შენარჩუნების ასპექტს მოიცავს. მინდა მოგახსენოთ, რომ 8 აპრილს მესამე ქვეითი ბატალიონი წარმატებით დაასრულებს აღნიშნულ პროგრამას. მიმდინარე წელს კიდევ ორი ქვეითი ბატალიონი გაივლის აღნიშნული პროგრამით მომზადებას და მომავალში სხვა ქვეითი ბატალიონებიც სრულყოფილად იქნებიან ჩართული მასში.“ როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ პროგრამის დაწყებას წინ უძღოდა 15-თვიანი შრომატევადი საქმიანობა, რა დროსაც გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული პირობები სრულად შესრულდა. „ერთ-ერთი ასეთი პირობა რეგიონისთვის უპრეცედენტო, ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნა იყო. მინდა ასევე განვაცხადო, რომ ყველა ზემოთაღნიშნული ბატალიონი აღვჭურვეთ მსუბუქი, ნატოს სტანდარტების შეიარაღებით“. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა. „მინდა დღეს, ამ მაღალი ტრიბუნიდან გითხრათ, რომ ჯაველინების სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და ის საქართველოშია. ასევე აშშ-დან გამოყოფილი თანხებით მოხდება შვეულმფრენების რემონტი და მათი მოდერნიზება“.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)