21:32 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 14:58:56, 3117 ნახვა

საზოგადოება
მურად აბლოთია: 2019-2020 წლებში 6000-მდე დევნილ ოჯახს სხვადასხვა პროექტებით დავაკმაყოფილებთ

„დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით დევნილი ოჯახი იყო შეჭრილი. ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდნენ და ბინებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.

როგორც აღმოჩნდა "დირსში" შეჭრილ დევნილთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციები ჰქონდათ მიღებული. 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს მურად აბლოთიას ესაუბრა. მისი თქმით, ყველა საქმეს დეტალურად სწავლობენ, საქმის მსვლელობა კანონის დაცვით მიმდინარეობს და ყველა დევნილს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. 

„ადამიანები, რომლებიც "დირსში" შევიდნენ ძირითადად დევნილები არიან, მათ შორის არა დევნილებიც. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის ნაცვლად კომპენსაცია მიღებული აქვთ, რეგიონში რეგისტრირებული ადამიანები, რომლებსაც თბილისში ბინები არ ეკუთვნით და ისინი, ვინც, თბილისში არიან რეგისტრირებული, ბინები ეკუთვნით და ჯერ არ მიუღიათ. იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საცხოვრებელი ფართის ნაცვლად კომპენსაცია მიიღო, დევნილების 10%-ს შეადგენს. რაც შეეხება "დირსში" დევნილთა ნაწილის შეჭრას, მათ მიერვე მოწოდებული სიის მიხედვით მე-13 კორპუსში შესული ადამიანების საქმეები შევისწავლეთ და გავაცანით ინფორმაცია, რომელიც მათ ერთმანეთის შესახებ ბუნებრივია არ ჰქონდათ. ყველა გაერკვია თავის მდგომარეობაში და გუშინ, მე-13 კორპუსის შენობა ნებაყოფლობით დატოვეს. ახლა ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მე-15 კორპუსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა სიები, მაგრამ მათ თავიანთი სია გვიან მოგვაწოდეს. ადგილზე ჩვენი აღწერის ჯგუფები იმყოფებიან, მათი საქმეების შესწავლას უკვე მოვრჩით. გავაცნობთ შესწავლის შედეგებს და სავარაუდოდ პროცესი ხვალისთვის მორჩება“, - განაცხადა აბლოთიამ.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებმაც ბინა სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს, ან კომპენსაცია არ ეყოთ მურად აბლოთია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ასეთი ადამიანებისთვის დამატებით საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად ვერ მოხდება.

„ჩვენ კანონმდებლობას ვერ გავცდებით. ამ ეტაპზე ასეთი ადამიანებისთვის დამატებით საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ შეგვიძლია, ვინაიდან ეს კანონით მკაცრად არის განსაზღვრული. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. ჩვენი ამოცანაა ყველა ადამიანის საქმე შევისწავლოთ და დაწვრილებით გავაცნოთ მათი მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნა აბლოთიამ. 

ხოლო საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აბლოთია ამბობს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, რომლის დასრულების შემდეგ დევნილებს ბინები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეცემათ.

„ამ დროისათვის ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს. ზუგდიდში ამ დროისთვის 720 ბინის მშენებლობა ხორციელდება და მიმდინარე ტენდერი 240 ბინაზე, რომელიც ამ დღეებში მთავრდება. ჯამში ზუგდიდში ბინების რაოდენობა 960 აღწევს. ქუთაისში 725 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე ჩაბარდება; წყალტუბოში 560 ბინის მშენებლობა; მცხეთაში 120 ბინის მიმდინარეობს. რაც შეეხება თბილისს, 1300 ბინა გვაქვს შეძენილი, რომლის ნაწილი უკვე რემონტდება, ხოლო მეორე ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე მარნეულსა და ხაშურში ბინები გვაქვს შეძენილი. ერთ-ერთი მარნეულის დასახლება, რომელიც ავარიულია გაგვყავს იმ ადგილიდან და მათთვის ახალი, პატარა ქართული სოფელი აშენდება. წელს სოფლად სახლის პროექტი ძალიან აქტიურია, პირველივე კვარტალში 306 სახლი შეიძინეს. ამ პროექტს სამი წლის განმავლობაში ასეთი აქტივობა არ ქონია. წელს გერმანიის კონსტრუქციული განვითარების ბანკის დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც დევნილებისთვის, ვისაც თავისი მიწის ნაკვეთები აქვთ, ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. ამ პროექტის ფარგლებში დევნილების დასახლებებში რვა საბავშვო ბაღი აშენდება. ამ ეტაპისთვის ყველა პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჯამში 2019-2020 წლებში ვფიქრობთ 6000-მდე ოჯახს დავაკმაყოფილებთ სხვადასხვა პროექტებით, მათ შორის სახლების შესყიდვის პროგრამით“, - აცხადებს აბლოთია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics