00:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 15:01:25, 1232 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია: მადლობა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და „დედაენის“ მხარდაჭერისთვის

 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, "დედაენის" საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი ზაზა გაბუნია "დედაენის" კანონპროექტის მეორე მოსმენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ "დედაენის" მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება "დედაენის" საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ "დედაენა" სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს.

კანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

პროცესში ჩაერთვება ყველა ის სუბიექტი, ვისაც აქვს ამ საკითხში კომპეტენცია და გამოცდილება, პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა შედეგად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მონაწილეობით ნამუშევარი პროდუქტის სახით დაიდოს ნამდვილი, იაკობ გოგებაშვილის "დედაენა", რასაც ელის საზოგადოება და რაც არის დიდი და მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე.  სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში და პარლამენტში არიან ადამიანები რომლებიც ამ დიდ საქმეს ხელს უშლიან.

მეორეს მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და "დედაენის" მხარდაჭერისთვის."

 

  

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics