00:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 14:06:54, 1262 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი იზორიას: იკადრეთ, რომ ჯარსა და კორუფციაში ჩართულ ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანი დაგესვათ

თქვენ იკადრეთ და  ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში, - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იზორიას უსმენენ.

 როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული განცხადებები ბევრად დამაზიანებელია ქართული ჯარისთვის, ვიდრე ოპონენტების შეკითხვები სამინისტროში არსებულ შესაძლო კაონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავსირებით.

„სრულიად უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გავხდით ჩვენ ახლა აქ, ამ დარბაზში. როდესაც თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში. ოპოზიცია კი დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში მაშინ, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და ტოლობის ნიშანი დაესვა ქართულ ჯარს, საკუთარ თავსა და ჩინოვნიკებს შორის. თქვენ ფიქრობთ, რომ ამოეფარებით ქართულ ჯარსა და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში?! არადა რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია ქართული ჯარისთვის, თქვენი მთავარ სარდლისა და პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ამასთან დაკავშირებით არ მახსენდება დაფიქსირებული პოზიცია, თუ ჩვენი შეკითხვები კორუფცია არსებობს თუ არ არსებობს დღეს ჯარში. სირცხვილია და არანაირ პასუხს თქვენსას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს“, - მიმართა სამადაშვილმა იზორიას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics