|
2019-04-04 12:43:57, 1258 ნახვა
პოლიტიკა
თეოდორ მელესკანუ: საქართველო ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან ძალიან ახლოსაა
„საქართველოს ხელისუფლებამ ძირეული რეფორმები განახორციელა, რითაც საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას“, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ის უაღრესად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული რეფორმების კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ეს ძალიან კარგი მიმართულებაა და თქვენ უნდა განაგრძოთ სვლა ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველო ნატოს წევრი გახდება“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ პოზიციას ბევრი მისი ნატოელი კოლეგა იზიარებს. „ჩვენ არ გვავიწყდება, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად აღიარეს. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება“, - აღნიშნა მელესკანუმ. თეოდორ მელესკანუმ ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „თავისი ჩართულობითა და მხარდაჭერით, საქართველო პრაქტიკულად უკვე იქცევა როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი". თავის კომენტარში მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს დასკვნით დოკუმენტში - დეკლარაციაში, რომლის მიღებაც ხვალ იგეგმება, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს დაეთმობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)