00:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 11:23:33, 1304 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი - როდესაც ნატო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველო ამ მომენტისთვის მზად იქნება

აშშ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years", საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით  მიღწეულ შედეგებზე და მოლოდინებზე იასუბრა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელი იქნება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში, საქართველო იქნება მზად, რათა წინ წავიდეს ინტეგრაციის პროცესში: „ ჩვენ ვანვითარებთ ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას ალიანსის წევრებთან და ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალია, ვთანამშროლებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში,  რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთსა და გერმანიასთან და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებთან და ვიმედოვნებ, რომ ეს  ყველაფერი კიდევ უფრო გვაახლოვებს  ნატოში გაწევრიანებასთან და გვამზადებს იმ მომენტისთვის, როცა იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილება ალიანსის მხრიდან“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას და ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში: „საქართველოში ჩატარებული წვრთნები და მასში ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა,  კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. საქართველოს უკვე აქვს ყველა  პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის.  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა, ასევე  თანამშრომლობის სხვა მიმართულებები,  კერძოდ შავი ზღვის უსაფრთოხების კუთხით,  სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით და სხვა,  ეს ყოველივე უზრუნველყოფს რომ ნატო კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საქართველოში", - განაცხადა დავით ზალკალინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics