20:45 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 10:45:49, 1242 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა

 „თიბისი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც  პარალელურად, „თიბისი კაპიტალში“ საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს.

გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. „თიბისი ბანკის“ გუნდში შემოერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსში“ საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას. პარალელურად, 2017-2019 წლებში გიორგი არველაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო.

2016-2017 წლებში გიორგი არველაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოში ფარმაციის სფეროში ყველაზე დიდ მოთამაშეს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში მუშაობამდე, გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, ის ამავე ბანკის დირექტორი იყო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, ხოლო შემდეგ საოპერაციო დირექტორი.

უფრო ადრე, გიორგი არველაძე ლონდონში, კომპანია BNP Paribas-ში მუშაობდა სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარი დილერის პოზიციას იკავებდა.

გიორგი არველაძე ფლობს Midwestern State University-ის ( აშშ) ბიზნესის ბაკალავრის ხარისხს და London Business School-ის ბიზნესის მაგისტრის ხარისხს.

 

  

 

(R)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics