13:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 21:49:41, 1594 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში მიწის აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა

შუახევის მერიაში, შუახევის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე რუსუდან შავაძე უძღვებოდა.

დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე განიხილება 125 მოქალაქის განცხადება, რომლებიც მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას ითხოვენ.

კომისიაში ადგილობრივ თვითმმართველობის წევრებთან ერთად, აჭარის ა რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები მუშაობენ.

კომისია ხელმძღვანელობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics