00:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 19:46:15, 1314 ნახვა

პოლიტიკა
რატომ გადადგა არჩილ ხაბაძე - „TV პირველი“ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

„TV პირველი“ ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძისა და უცნობი პირის სატელეფონო საუბარია ასახული.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწია. ხაბაძე აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეიტინგი დაუწუნა. ის ასევე აჭარის მთავრობის კიდევ ერთ ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესა და ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს ახსენებს.

გთავაზობთ ჩანაწერის ნაწყვეტის სტენოგრამას:

უცნობი - მერე ბიძინამ არ იცის თუ არ ეუბნებოდი ?

არჩილ ხაბაძე - ხო ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი ვიტყოდი აბა არ ვიტყოდი ? არ დადგა ეხლა, იქამდე ვერ, არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ აჭარა მოვიგოთო ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო. ბიძინა რომ ველაპარაკე ბათუმში არ გვაქვსო, მე ვუთხარი ბათუმში რატომ მაქვს დაბალი და ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი შემოგვტენეს ყ.. არ მემორჩილება მე ვუთხარი და აკეთებს მისებურად.

უცნობი - ერმაკოვს კიდევ მილიონები აქვს გადარიცხული...

არჩილ ხაბაძე - მე ვუთხარი რეალობა სახეზეა, აბა ზედა რაიონებში ხელვაჩაურში და ქობულეთში ნორმალურია, მაინც საქმე კეთდება ეხლა და, ნუ ბათუმი მთავარიაო  და ეს იყო მიზეზი. ბიძინას რომ ველაპარაკე ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დაემთხვა ეს ბულვარის თემაც და... დეპუტატები ისე ამბობდნენ, რომ პრემიერს უნდა ვუთხრათო, ერთმა დეპუტატმა მითხრა და ეტყობა იგიც და არაა გამორიცხული ამის ნაჩალიჩარი იყოს.

უცნობი - ვისი ?

არჩილ ხაბაძე - თვითონ პატარაძის, მისი უკანა ფლანგებით და...

უცნობი - ვისი ? პატარაძის ?

არჩილ ხაბაძე - ხო

 

ცნობისთვის, ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics