00:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 18:57:34, 1291 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს „რუსთავი 2“-სა და ენმ-ს შორის ზღვარი წაშლილი იყო

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო როგორც მხარე.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

,,კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ რუსთავი 2 საარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად სტანდარტების დარღვევით საქმიანობდა ნაციონალური მოძრაობის და მისი კანდიდატის, ბატონი ვაშაძის სასარგებლოდ.

საუბარია მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც ასევე დარღვევით არის გაკეთებული. კიდევ არის საკმაოდ მძიმე დასკვნები, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რუსთავი 2 როგორც მხარე ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. ამ ანგარიშის მიხედვით დასტურდება ის, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პრაქტიკულად, რუსთავი 2-სა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ზღვარი იყო წაშლილი,  თუ რომელი რომლის სატელიტია, ამაზე კიდევ შეიძლება მსჯელობა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics