|
2019-04-03 15:55:25, 1042 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“ - ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანსაღი მომავლისთვის
საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე „საქართველო თამბაქოს გარეშე“ აღინიშნება. მისი მიზანია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაციაც გაიმართა. კერძოდ, მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. აღნიშნულ კომპონენტში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა, მოიძიოს ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე, ისიც, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი. „112 აპლიკაციის ჩატის საშუალებით, ნებისმიერ მოქალაქეს მარტივად შეუძლია, შეგვატყობინოს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევები. ასევე, აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციის სასარგებლო რჩევების ფუნქციას დაემატება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის შესახებ, კერძოდ, სად იკრძალება თამბაქოს მოხმარება, როგორ უნდა მოვიქცეთ კანონდარღვევის შემთხვევაში, ასევე, როგორ შეგვიძლია დავანებოთ თავი თამბაქოს მოხმარებას“, - განმარტავს 112-ის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი ლიკა ალადაშვილი.
„ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან სერიოზულია თამბაქოს გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. თამბაქოს მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი ციფრებში გამოიხატება, დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტით, ანუ ეს არის 825 მილიონი ლარი ყოველწლიურად, რასაც ქვეყანა კარგავს თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანის შედეგად“, - თამბაქოს მოხმარების მწვავე პრობლემაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეოვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. „შარშან, პირველი მაისიდან 15 დეკემბრამდე 100 მონიტორის საშუალებით საქართველოში 8000 ობიექტი შემოწმდა. ამ ობიექტებიდან დარღვევა 5%-ში დაფიქსირდა. 95%-ში კანონი სრულდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა იყო გარკვეული ჩავარდნები დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვრის პირველ ნახევარში, რაზეც რეაგირება გვქონდა და სურათი იანვრის მეორე ნახევრიდან რადიკალურად შეიცვალა. აუცილებელია, მონიტორინგის ისევ სრულფასოვნად ჩატარება. ეს ამ კანონის აღსრულებისა და შესრულების უმთავრესი ამოცანაა. კი მივიღეთ ეფექტიანი კანონი, რომელიც კარგად სრულდება დასაწყის ეტაპზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 წლის მერე იგივე სურათი გვექნება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა და მთვარობასაც ვთხოვთ, ასეთი მონიტორინგის პროგრამები განგრძობადი იყოს“, - მასშტაბური მონიტორინგის პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრა თამბაქოს კონტროლის ალიანისის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ. ღონისძიებას, ასევე ,ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, 112-ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები. 2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ცნობისთვის, კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად პირს შეუძლია მიმართოს 112-ს, კიდევ უფრო მარტივია, გამოიყენოს მობილური აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც ზარის განხორციელების, ისე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ის უკავშირდება ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). მაგრამ თუ სურს დარჩეს ანონიმური, ამის შესახებ აცნობებს ოპერატორს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)