00:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 15:48:28, 1254 ნახვა

პოლიტიკა
იური ნოზაძე ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ენერგოეფექტური სათბურის პროექტის წარმატებით განხორციელებაში ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. აღნიშნულმა პროექტმა  ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გადამზადებასა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. 

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ჰუნანის პროვინციაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეტაპები გააცნეს. საუბარი შეეხო ჰუნანში ჩაის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს, რომლის მაჩვენებლითაც პროვინცია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე რიგებშია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას. აქცენტი გაკეთდა ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტზე, ჩაის ახალი ჯიშების შემოტანასა და ჰუნანის პროვინციის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში წყლის რესურსების დიდი პოტენციალისა და აკვაკულტურების განვითარების შესაძლებლობებზე.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთში ქართული მარანი გაკეთდა და ქართული ჯიშის ყურძენი გაშენდა.

ჰუნანის პროვინციის სავაჭრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლი ხინქიუს თქმით, ჰუნანის პროვინცია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics