|
2019-04-03 14:48:09, 1368 ნახვა
პოლიტიკა
ამომრჩეველთა მოსყიდვა, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა და დაშინების შემთხვევები - ევროპარლამენტარები წერილს აქვეყნებენ
11-მა ევროპარლამენტარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ისინი ფედერეიკა მოგერინის თხოვნით მიმართავენ, საქართველოს მთავრობასთან დიალოგი გამართოს და მოუწოდოს, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლის ნაცვლად 2020 წლის არჩევნებისთვის გადავიდეს. წერილში საუბარი, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსა და ია კერზაიას საქმეს შეეხო. „2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენების შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც 1991 წლიდან ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული შეფასებას წარმოადგენს, იდენტიფიცირებულია ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები. გარდა ამისა, საზოგადოება “სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს ზეწოლისა და შევიწროების შემთხვევებზე, კერძოდ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას საქმეზე. ორივე ანგარიში განგაშის ზარია ჩვენთვის, ევროპარლამენტის წევრებისა და საქართველოს მეგობრებისთვის, რომელთაც სურთ რომ ამ ევროპულმა ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმების გზა და შედეგად შეძლოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულება. მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2024 წლამდე გადაავადოს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება, კრიტიკა მოჰყვა ყველა დაინტერესებული მხარის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას ჩაერთოს დიალოგში 2020 წლისთვის საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად. აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოს ხელისუფლებაზე ოპოზიციასთან ამ მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვის მიზნით“, - ნათქვმია წერილში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)