00:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 12:50:22, 2410 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენებმა საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შედგა ნატო-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი მოსმენა „ნატო-ს მომავალი: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები". კონგრესმენების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსადალი, ჯეიმს ჯონსი, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასი და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი.

მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად, მათ შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად ნატო-ს დიდ მნიშვნელობას.

ქ-ნი ეველინ ფარკასის განცხადებით, „რუსეთის შეწინააღმდეგება დღეს ნატო-ს დღის წესრიგის უმთავრესი მიზანია. ჩემი აზრითაც, ეს პრიორიტეტს წარმოადგენს. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე შეჭრითა და ოკუპაციით დაარღვია მათი სუვერენიტეტი. რუსეთმა ასევე დაარღვია თითქმის ყველა, თუ არა ყველა ნატო-ს წევრი ქვეყნის კიბერ და საინფორმაციო სუვერენიტეტი."

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნი ვილსონის განცხადებით, „საჭიროა, რომ თვალი გვეჭიროს დამატებითი წევრების ნატო-ში ინტეგრირებაზე, ეს იქნება ბალკანეთის ქვეყნები, კვიპროსი, როგორც სამშვიდობო გეგმის ნაწილი; თუ უკრაინა და საქართველო იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე." 

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის, ევრაზიისა და ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) აღნიშნა, რომ „რუსეთმა მოახდინა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე შეიჭრა ვენესუელაში." მან იკითხა, თუ რას ურჩევდნენ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის ქმედებებს.

კონგრესმენის შეკითხვაზე საპასუხოდ, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ბ-ნმა დეიმონ ვილსონმა აღნიშნა,  „ჩვენ ვართ რუსეთის პირისპირ, რომელიც ცდილობს იერიში მიიტანოს ჩვენს ინტერესებზე და ამას საკმაოდ ეფექტიანად აკეთებს. როდესაც მიზანი ხელის შეშლაა და არა შენება, ეს უფრო იოლად განსახორციელებელია. ჩვენ ვხედავთ ამას რუსეთის სამეზობლოში და ასევე გლობალური მასშტაბით. .. საჭიროა, რომ ალიანსმა მეტი ყურადღება გაამახვილოს თავდაცვასა და რუსეთის შეკავებაზე. საჭიროა, რომ უფრო მეტად სტრატეგიულნი ვიყოთ, რათა იერიში მივიტანოთ რუსეთის ინტერესებზე."

კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლინის შტატი) ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას, საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და დაინტერესდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხით.

„ჩემმა კოლეგებმა უკვე ისაუბრეს ამ საკითხზე - ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. მას შემდეგ ალიანსი აღიარებს, რომ საქართველო ფლობს ნატო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო ყველა პრაქტიკულ მექანიზმს. საქართველო მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს  ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ავღანეთში განთავსებული ჰყავს ყველა მოკავშირეზე მეტი სამხედრო. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს?" ჩემი აზრით საქართველომ აჩვენა თავის შესაძლებლობებზეც კი უფრო მეტი. მან საკუთარი შეიარაღებული ძალები განათავსა ავღანეთში. ნატო-ში გაწევრიანება ძირითადად პოლიტიკური საკითხია. საქართველო მისი მიღწევების გათვალისწინებით იმსახურებს ჩვენი მხრიდან აღფრთოვანებას, მხარდაჭერას და ჩვენი მხრიდან წახალისებას სამომავლო გზაზე." - განაცხადა ბ-ნმა ჯეიმს ჯონსმა კონგრესმენი ჯო ვილსონის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics