12:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 11:28:14, 1265 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სისავატ ვონგსინსავატი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების  შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის ცნობადობის მნიშვნელობასა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე  ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების „ღვინის ეროვნული სააგენტოს“  საქმიანობაზე გაამახვილა.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა.

„გასულ წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებოდა ტაილანდში. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვიხილეთ. დღევანდელ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ტყის მდგრადი მართვის, რძის  და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ქართულ მხარესთან მომავალშიც განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა სისავატ ვონგსინსავატმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics