20:44 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 10:26:11, 1175 ნახვა

საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საზოგადოებას, მთავრობის თამბაქოს ინდუსტრიასთან შესაძლო გარიგევბის შესახებ აფრთხილებს

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" საზოგადოებას საქართველოს მთავრობის თამბაქოს ინდუსტრიასთან შესაძლო გარიგევბის შესაგებ აფრთხილებს. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გონივრულ ეჭვს ბადებს შემდეგი: თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მთვარობა ვალდებული იყო 2018 წლის ივნისამდე დაემტკიცებინა „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო დღემდე არ განუხილავთ. არადა, დადგენილების პროექტი მთავრობაში გაგზავნამდე ყველა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმდა. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ ამ პროცესებში ჩართულია თამბაქოს ინდუსტრია და სამთავრობო სტრუქტურებში მისი მხარდამჭერები მთავრობას კანონის მოთხოვნების დარღვევას აიძულებენ. 

თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ და გახურებად თამბაქოსაც,  ხელისუფლების „დაბოლების“ პოლიტიკას განაგრძობს და მათ არწმუნებს, რომ აღნიშნული თამბაქოს პროდუქტები მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის თითქოს ნაკლები ზიანის შემცველია. მტკიცებულებად და არგუმენტებად კი, ძირითადად მათ მიერვე ჩატარებულ ე.წ. კვლევების მონაცემები მოაქვთ. 

ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ, გასულ წელს, „ფილიპ მორისს“ უფლება არ მისცა ე.წ. გახურებადი თამბაქო „აიქოსი“ ზიანის შემცირების პროდუქტად ეღიარებინა. ამიტომაც, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, რაზეც მარცხ განიცდის განვითარებულ ქვეყნებში, დაბალი განვითარების ქვეყნებში მიაღწიოს. შესაბამისად, ძალისხმევას არ იშურებენ, საქართველოს  მთავრობა დაიყოლიონ  თამბაქოს ელექტრონულ პროდუქტზე გადასახადების შემცირებაზე, დაიშვას ამ ტიპის პროდუქტების რეკლამა და პოპულარიზაცია, მათი გასინჯვის შესაძლებლობები (არომატების გასინჯვის მიზნით სპეციალურ მაღაზიებში მოწევის უფლება). ეს ყველაფერი დაარღვევს თამბაქოს კონტროლის კანონის სტრუქტურას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს წარმატებით აღსრულებად კანონს. 

ჩვენი ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაცია (რომლის წევრია კომპანია „ფილიპ მორისი“)  სწორედ  მთავრობის საშუალებით აპირებს შეასუსტოს მოქმედი კანონი და სასათბურე პირობები შეუქმნას ელექტრონულ სიგარეტებსა და ე.წ. გახურებად თამბაქოს ნაწარმს. იმედია, მთავრობა არ გამოიჩენს სისუსტეს და „არ დაბოლდება“.

მოვითხოვთ:

1. პარლამენტმა, ზედამხედველობის ფუნქციიდან გამომდინარე, მოიკვლიოს რატომ არ შეასრულა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, კონკრეტულად ვინ შეაჩერა მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანის პროცედურა; 

2. პარლამენტმა არ მიიღოს ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის მთავრობის სახელით განსახილველად მიწოდებული თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებები, რომელთა საფუძველზე განზრახული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის და თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნებს. 

3. მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განმარტოს რატომ არ განიხილა მთავრობამ სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებული დოკუმენტი და უკვე 9 თვეა, რატომ არ რეაგირებენ მასზე? ამასთან, აპირებს თუარა და როდის თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სხდომის ჩატარებას, რომლის ხელმძღვანელიც თავად პრემიერია", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics