|
2019-04-02 14:55:29, 1456 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს შესაძლოა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დაატოვებინონ
პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს შესაძლოა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაცია დაატოვებინონ. ეკა ბესელიას შეფასებით, ეს პარლამენტის თავჯდომარის პირადი შურისძიებაა და ირაკლი კობახიძის განზრახვა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უხერხულობას შეუქმნის. მისივე თქმით, პოლიტიკური გემოვნების ცვლილების გამო უმრავლესობა მზად არის ასამბლეის რეგლამენტის წინააღმდეგ წავიდნენ. „პარლამენტის თამჯდომარე სამწუხაროდ დაკავებულია პირადი შურისძიებით და ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რაც არა მხოლოდ ქვეყანაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც ძალიან დიდ უხერხულობას შექმნის. წესების თანახმად არ შეიძლება საპარლამენტო ასამბლეის და დელეგაციის წევრები შეიცვალოს მომავალი წლის იანვრამდე. პარლამენტის თავჯდომარე, ან ვინმე სხვა, ჩვენზე როგორც არ უნდა გაბრაზდეს, არ შიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღონ. დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე სოფო ქაცარავა, რომელიც არის Pace-ს დელეგაციის წევრი. ორივეს პოზიცია უნდა იყოს ისეთი, რომ პროცედურები დაცული იყოს“, - ამბობს ეკა ბესელია. ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის საწინააღმდეგოდ მცდელობა დაუშვებელია. „ეს ყველაფერი უკვე მართლა იღებს აკვიატების სახეს პირდაპირი გაგებით. აშკარაა, მხოლოდ იმის გამო, რომ ასამბლეის ორმა წევრმა შეცვალა თავის პოლიტიკური პრაქცია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, მაგრამ დავტოვეთ მმართველი გუნდი. შესაბამისად არის მცდელობა საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის საწინააღმდეგოდ, რომ შეგვიზღუდონ უფლებამოსილება, რაც ჩემი აზრით დაუშვებელია და ამას ალბათ შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - აცხადებს კვაჭანტირაძე. საკანონმდებლო ორგანოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დღეს 15:00 საათზე დაიწყება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სხდომაზე, სადაც მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ამ შემადგენლობაში აღარ იყვნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)