|
2019-04-02 12:46:09, 1489 ნახვა
რეგიონი
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. წელს აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. 2019 წლის ღონისძიებების სლოგანია - #ცვლილებები_აუტიზმისთვის, ამ დღის აღსანიშნავად, ასევე განისაზღვრულია ფერი - #ლურჯი. თარიღთან დაკავშირებით, დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ქ. ბათუმის N13-ე საჯარო სკოლას ეწვინენ და უტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულეს. 2016-2017 სასწავლო წლიდან ბათუმის N13 საჯარო სკოლაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 18 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით. სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2017 წელს სამინისტროს „სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის N13 საჯარო სკოლაში განხორციელდა აუტისტური სპექტრის ჯგუფის მოსწავლეებისათვის დამატებითი სპეციალური სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა. ასევე, პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია როგორც ინკლუზიური განათლების, ასევე ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით 2018 წლიდან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აამოქმედა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. პროგრამაში ჩართულია 34 ბენეფიციარი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 180,000 ლარს. პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. 2019 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს ახალ პროგრამას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით. პროგრამის მოსარგებლეები არიან ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბავშვები 2-დან 7 წლამდე, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურება: ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით, ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ADOS ტესტის ჩატარება. 12 აპრილს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებთ ჩარაედება კონფერენცია ”აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარის რეგიონში’’. აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომების სახით. არსებობს მრავალი გზა აღნიშნული სიმპტომების დაჯგუფების. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10,000 ადამიანში. მთელ მსოფლიოში ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი სამ-ოთხჯერ მეტია, ვიდრე რეგისტრირებული შემთხვევები. აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებდა არ მოახდინოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დისკრედიტაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)