23:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 19:36:23, 1416 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - რუსეთის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადაეხვია - მან ეს ვერ შეძლო

"რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Spigel-თან ინტერვიუში განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომაროება გაყინულია. 

"2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ეს კაია. ცუდი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

უცხოური გამოცემის ჟურნალისტმა გაიხსენა ის დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 2005 წელს რუსეთთან ჯარების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 

"მაშინ ეს სხვა რუსეთი იყო, ის ბევრ რამეში უფრო პრაგმატული იყო. ახლა რუსეთი გაცილებით მეტად იდეოლოგიურის [სახელმწიფოს] შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც გამოწვევებს აყენებს. და მოსკოვი დღესდღეობით ფიქრობს, რომ ეს აგრესიული, თავდაჯერებული პოზიცია ხელსაყრელია. მე ამაში ეჭვი მეპარება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics