23:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 19:17:01, 1422 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს სანაპირო დაცვას გაძლიერებაში ეხმარება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში დაგეგმილი მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. 

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს სანაპირო დაცვას გაძლიერებაში ეხმარება და ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ნატო-მ უკვე გააფართოვა წარმომადგენლობა შავ ზღვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. გასულ კვირას, თავად გახლდით და ვიხილე „ნატო-საქართველოს სწავლება“. დღეს ნატო-ს გემები არიან უკრაინასა და საქართველოში. ეს გემები ჩაერთვებიან სწავლებაში სახელწოდებით „ზღვის ფარი“, რომელიც შავ ზღვაში გაიმართება. ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს და რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ასევე გაძლიერდება საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები, ასევე ინფორმაციის გაცვლა. შემიძლია გითხრათ, რომ მინისტერიალზე შეთანხმდებიან ზომებზე, რომელიც წვრთნას უკავშირდება. სწავლებები ტარდება და ამას ვხედავთ. ერთი კვირის წინ პირადად დავესწარი ნატო-საქართველოს წვრთნას. ასევე საუბარია საზღვაო ძალების გაწვრთნაზე. ნატო საქართველოს ეხმარება სანაპირო დაცვას გაძლიერებაში და განვიხილავთ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება. შარშან ნატოს გემებმა 100-ზე მეტი დღე გაატარეს შავ ზღვაში რაც 2017 წელთან შედარებით უფრო დიდი პერიოდია. ეს აჩვენებს ნატოს ყოფნას რეგიონში. მეტი ცნობადობისთვის არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლაც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics