23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 18:13:25, 1496 ნახვა

კომენტარი
​მშვენიერაძე კანონიდან „ლიბერალიზმის“ ამოღებაზე: ესაა გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები თავისუფლებას დავაშოროთ

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის" წარმომადგენელი გიორგი მძვენიერაძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეხმაურება.

მშვენიერაძის შეფასებით, ეს ცვლილება არის გააზრებული უარი, მომავალი თაობების ლიბერალური ღირებულებების რწმენით აღზრდაზე. 

"საქართველოს პარლამენტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებაზე მსჯელობს. საკითხში ცოტა სიცხადე რომ შევიტანოთ, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რატომ წერია ეს სიტყვა კანონში. კანონის თანახმად, ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, მოსწავლისთვის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორად ამ მიზნიდან ხდება სიტყვის "ლიბერალურის" ამოღება.

ლიბერალური დემოკრატიის ცნება ქართველი კანონმდებლის მოგონილი რომ არ არის, მგონი ყველასთვის ცხადია. მისი შინაარსი რამდენიმე პრინციპს ეფუძნება, მათ შორის:
1. ინდივიდის თავისუფლების, ღირსებისა და ავტონომიის აღიარებას და მის დაცვას სახელმწიფოს, ეკლესიის თუ საზოგადოების ძალადობისგან; 2. პერიოდულ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც ფორმალური თანასწორობის პირობებში ტარდება; 3. ქვეყანაში ერთზე მეტი ძლიერი პოლიტიკური პარტიის არსებობას, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, პლურალიზმს და სხვადასხვა იდეებისთვის თავისუფალ სივრცეს, სახელმწიფოს ერთმმართველობის შეზღუდვას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ა.შ.

შესაბამისად კანონიდან ამ სიტყვის ამოღება, არ არის უბრალო ტექნიკური ცვლილება, რომელიც ვიღაცის გაუაზრებელი ახირების გამო ხორციელდება. ეს არის გააზრებული უარი, მომავალი თაობების ზემოხსენებული ღირებულებების რწმენით აღზრდაზე, ღირებულებების, რომელსაც ხშირად დასავლურ ღირებულებებსაც ვეძახით და რომელიც ჩვენიცაა. ესაა გააზრებული ნაბიჯი, რომ ჩვენი შვილები დავაშოროთ თავისუფლებას, რაგან თავად თავისუფლების იდეაა ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტი. თუ ვაჟა-ფშაველას დავესესხებით, "თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი." სწორედ სხვის ხელში სათამაშო ნივთების აღზრდისთვის ხდება ამ ცვლილების განხორციელება", - წერს მშვენიერაძე. 

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics